დაიბადა 1863 წლის 5 იანვარს,სოფელ ლიხაურში,აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში.მას ჰყავდა და ლისა და ძმები:ნიკო და ვარლამი.
მეტისმეტად
მკვირცხლსა
და
დაუდეგარ
ექვთიმეს
სამი
წლისას
მარცხი
შემთხვევია.
ექვთიმე
თაყაიშვილი
იხსენებს:
„ბავშვობაში
მე
ცელქი
ვყოფილვარ,
სამი
წლისა
ხეზე
გავსულვარ,
გადმოვვარდნილვარ
და
მარჯვენა
ფეხი
მომიტეხია“.
ფეხის
ადრევე
დაზიანების
გამო
ექვთიმე
მთელი
ცხოვრების
მანძილზე
ხელჯოხზე
დაყრდნობით
დადიოდა,
მაგრამ
მაინც
ჩქარი
სიარული
უყვარდა. მშობლები ექვთიმეს დაბადების შემდეგ მალე გარდაიცვალნენ. ბავშვების აღზრდაზე
ზრუნავდნენ
ბებია,
დაქვრივებული
მამიდა,
უფროსი
და
და
სიძე,
რომელიც
ობოლი
ცოლისძმების
მეურვედ
დანიშნეს.
მეურვეს
სურდა
ექვთიმე
სოფლის
მწერლად
გაემწესებინა,
რაც
იმდროისთვის
შემოსავლიანი
საქმე
იყო,
მაგრამ
ექვთიმემ
თავისი
გაიტანა
და
7 წლისამ
სწავლა
გააგრძელა
ოზურგეთის
სამაზრო
სასწავლებელში.როდესაც ექვთიმე მესამე კლასში იყო,სასწავლებელი საქალაქოდ გადააკეთეს,ამიტომ მასსწავლის დასრულება ფოთში მოუხდა.შემდეგ თაყაიშვილი შევიდა ქუთაისის პროგიმნაზიის მეორე კლასში,
იქედან
კი
ქუთაისის
კლასიკურ
გიმნაზიის
მეხუთე
კლასში.
გიმნაზიაში
სწავლის
დროს
მუდმივ
ხელმოკლეობას
განიცდიდა
და
მოწაფეთა
მომზადებით
იღებდა
შემოსავალს.
ექვთიმე
ერთ-ერთი მოწინავე
მოწაფე
იყო
და
ვერცხლის
მედლით
დაამთავრა
გიმნაზია
1883 წელს.
სწავლა
ექვთიმემ
პეტერბურგის
უნივერსიტეტში
გააგრძელა.
1889 წელს
მან
პეტერბურგის
უნივერსიტეტის
ისტორია-ფილოლოგიის
ფაკულტეტი
დაამთავრა
ბერძნულ-ლათინურ
ენათა
განხრით.
უნივერსიტეტში
გატარებული
ოთხი
წელიწადი
ექვთიმე
თაყაიშვილმა
ფრიად
ნაყოფიერად
გამოიყენა:
აღიჭურვა
იმ
დროისათვის
შესაფერისი
ფართო
ისტორიულ-ფილოლოგიური
განათლებით
და
თან
ქართველმცოდნეობაშიც
„გატეხია
ენა“.
საუნივერსიტეტო
კურსის
დასრულების
შემდეგ
დროებით
პეტერბურგში
დარჩა
და
მეცნიერებათა
კანდიდატის
ხარისხი
მიიღო.
No comments:
Post a Comment